English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ რეზო მანველიძეზანდა მესხიძე
მდგრადი სასურსათო მეურნეობის ფორმირების პრობლემები და შესაძლებლობები პოსტპანდემიურ პერიოდში

მსოფლიო ეკონომიკისთვის,სოფლის მეურნეობა - სურსათის წარმოებისა და მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების დონის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ეკონომიკური კრიზისების დროს აღნიშნული სექტორი დიდ ზარალს განიცდის, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ცხადია, კრიზისის ტიპი და გამომწვევი მიზეზების დადგენა მნიშვნელოვანია მისი დროული აღმოფხვრისთვის, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კრიზისი გამოწვეული არ არის ეკონომიკური, (ტიპური) ფაქტორებით. ბოლო პერიოდში სწორედ მსგავსი ანუ ატიპურ ეკონომიკური კრიზისი ჩაიწერა მსოფლიო ისტორიაში - Covid19 პანდემიის სახელით, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი მკვეთრად შეიცვალა და მისი აღდგენა მთლიანად ჯანდაცვის სექტორზე, სახელმწიფოს მხარდამჭერ ღონისძიებებზე იყო დამოკიდებული.
პანდემიამ ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე. ეკონომიკური რღვევა განსაკუთრებით შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში, რომელთაც რესურსულად არ შეუძლიათ საკმარისი მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება და ზიანი გაცილებით დიდია, რადგან მათი ეკონომიკა, აგროსასურსათო წარმოება არ არის მზად მსგავს პანდემიურ შოკებთან გასამკლავებლად. ეკონომოკური რეცესია კი მოსახლეობისერთ სულზე შემოსავლების შემცირებით აისახება, რაც ამ ტიპის ქვეყნების სოციალური ფონის გაუარესებას იწვევს. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საშუალოთვიური შემოსავალი მოსახლეობისერთ სულზე 2019 წელს 336.1 ლარი იყო, 2020 წელს კი 4.3%-ით შემცირდა და 321.4 ლარი შეადგინა. პანდემიით გამოწვეული ინფლაციის და პროდუქციაზე ფასების ზრდის პარალელურად, შემოსავლების შემცირება, ქვეყნის საერთო ეკონომიკურ-სოციალურ ფონს ართულებს.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ორგანიზაცია და მენეჯმენტი, ნებისმიერი კრიზისის დროს, თავის აქტუალურობას არ კარგავს, რადგან სასურსათო მეურნობის გამართული ფუნქციონირება მუდმივი საზრუნავია, მით უფრო მიმდინარე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების დონის გათვალისწინებით. მსოფლიო ატიპურმა კრიზისმა და მაღალმა ინფლაციამ გაზარდა ფასები სამომხმარებლო პროდუქციაზე, რაც ქვეყნის სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორცილება, ადგილობრივი წარმოების ზრდაზე, საკუთარი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავება.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ატიპური კრიზისის პირობებში ეკონომიკური პოტენციალის ტრანსფორმაციის გარდაუვალმა პროცესმა ახლებურად წარმოადგინა სასურსათო მეურნეობის ფორმირების პრობლემები და შესაძლებლობები. მათ შორის მნიშვნელოვანია განხორციელდეს მართვის ინოვაციური ფორმების გამოყენება, ამ პროცესების უწყვეტობა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებზე მოწინავე სტანდარტების დაცვა; შემუშავდეს აგრარული ინდუსტრიის რეგულირების სამართლებრივი, ორგანიზაციულ-ეკონომიკური პარამეტრები და ადაპტირებული, სარგებლიანი პროგრამები.
საქართველო, დღეის მდგომარეობით, იმყოფება საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე. მსოფლიო ბაზარი, გარდა იმისა, რომ, მიმზიდველია თავისი გამოცდილებით და მაღალი მყიდველუნარიანობით, ასევე საკმაოდ მაღალი სტანდარტების მომთხოვნია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რთულ გამოწვევად რჩება. ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონდა საკუთარი წარმოების გაზრდისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის შესაბამისი გეგმები, სტანდარტები და საჭირო ტექნოლოგიური ცოდნა. დღეს გადაიდგა უკვე ნაბიჯები, რომ ვაწარმოოთ მეტი მაღალხარისხიანი პროდუქცია, შესაბამისად, ამ მიმართულების გაღრმავება და დახვეწა აუცილებელია, საჭიროა სხვადასხვა პროექტები, ტრენინგები ცნობიერების ამაღლების კუთხით და მეტი ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან.
სახელმწიფოს და სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის დახმარებით განხორციელდა ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და კვლევებში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა ახალი სარწყავი სისტემების მშენებლობას, კვლევითი ინსტიტუტების შექმნას და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას პროდუქტიულობისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. ამ გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკის შემქმნელებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების უფრო ჰოლისტიკური მიდგომის გატარება, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემო ფაქტორებს შორის კომპლექსურ ურთიერთკავშირს.
საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარების ბედი შიდა პროდუქციის წარმოების ზრდასა და მის კონკურენტუნარიანობაზე დგას, საქართველოს აქვს პოტენციალი შეძლოს ქვეყნის თვითუზრუნველყოფა იმ ძირითადი პროდუქციით, რაც აგროსასურსათო კალათაში გვხვდება და ასევე გაიტანოს ხარისხიანი პროდუქცია ექსპორტზე. აქედან გამომდინარე აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესწავლა, სრულყოფა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება საუკეთესო გზა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ქვეყნის გაძლიერების, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და მომავალ თაობებზე ზრუნვის შესაძლებლობა.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი, ატიპური, პანდემია, სასურსათო ბალანსი, დარგობრივი სტრუქტურა, ტრანსფორმაცია.

References:


• Basiashvili D., Tokmazishvili M. (2020)."Challenges of the local Economy in the Conditions of the Covid-19 pandemic".
• Datunashvili L. (2020). "Agriculture and Economic Challenges in the Conditions of the Pandemic", Economy XXI Century, (E ISSN 2587 – 4691).
• Papava V. (2020)."Non-Traditional Economics", Methodology and Methods, Published in Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
• Papava V. (2020). "Coronomics, Coronamic Crisis", Economy and Business, 2020.
• Papava V. (2018). "The Crisis of Economic Science and the Search for a New Paradigm",
• Djibouti M. (2020). "The Impact of the Covid-19 Pandemic on Municipal Budgets and Revenues in Georgia".
• National Statistical Service of Georgia (2021). "Agriculture of Georgia", statistical publication.
• National Competition Agency of Georgia, (2022)."General Assessment of local fertilizer Industry in Georgia", Tbilisi.
• Anti-crisis plan, care for the village and farmers, https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan ;
• COVID-19 in Georgian Agriculture: Challenge, Opportunity or Both?, ISET Research Institute (ISET-PI), 2021.
• Namchavadze B. Natroshvili L. (2020). “Georgia’s Agriculture Sector”.
• Papava V. Chkuaseli M. (2021). “Coronomics, Financial Support for the Economy and its Zombie-ing (In the Context of the Fifth Factor of Production)”.
• Eleanor J. Murray(2020). “Epidemiology's Time of Need: COVID-19 Calls for Epidemic-Related Economics”.